ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ მუხრანში ახალი სკოლა გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც რამდენიმე კვირაა ფუნქციონირებას შეუდგა. სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოინახულეს.

ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, გათბობის სისტემით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით. აქვს სპორტული და სააქტო დარბაზები, ღია სპორტული მოედნი. ლევან ყიფიანმა მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებასა და ჩატარებაში დახმარება  აღუთქვა. მუხრანის სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი.

მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში კიდევ ერთი თანამედროვე სკოლა აშენდა, რომელიც მალე ამოქმედდება. სოფელ მუხრანსა და წილკანში სკოლების მშენებლობა, რომელსაც სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, გასული წლის ბოლოს დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობდა. ეს სკოლები იმ ცხრა სკოლას შორისაა, რომლის მშენებლობაც სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. სკოლების ნაწილი უკვე ექსპლუატაციაში, ნაწილი ახალ წლამდე გაიხსნება, ხოლო ორი სკოლა 2015 წლის დასაწყისში დასრულდება. მომავალ წელს კიდევ რვა ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე