ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. უნივერსიტეტის პროფესორებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებულ პროექტებს, მათი შედეგების შეჯამებას, სამომავლო გეგმებსა და ქართული ცენტრის დაარსებას ამერიკაში.

პირველი ქართული ცენტრი ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში ამოქმედდება, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა და კულტურა. ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე ქართველი სტუდენტებისათვის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის  ძალზე მნიშვნელოვანი იქნება გაცვლითი კვლევითი სტიპენდიების დაარსება. ამ მიმართულებით ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება გაგრძელდება და უახლოეს მომავალში პროექტი ამოქმედდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე