ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამცხე - ჯავახეთის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები

პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. მხოლოდ სამცხე - ჯავახეთის რეგიონში საგნობრივი ტრენინგი 2013 წელს 825 მასწავლებელმა, ხოლო 2014 წელს 1057 მასწავლებელმა გაიარა. სულ სამცხე - ჯავახეთის რეგიონში სამცხე-ჯავახეთში -  512 მასწავლებელია. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:

  • მანდატურები  - 9 სკოლა
  • სამედიცინო კაბინეტი - 6 სკოლა
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი - 38 სკოლა.

ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. სამცხე - ჯავახეთის რეგიონში საჯარო სკოლების 26 062 მოსწავლე და კერძო სკოლების 6 მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით, 52 სკოლის 1377 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 141 მოსწავლე და 22 სპეციალური მასწავლებელი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა 67 საჯარო სკოლა.

დაგეგმილია საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ოპიზარი“ სასწავლო კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; ინფრასტრუქტურის ადაპტირება სსსმ სტუდენტების საჭიროებებზე, მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი სახელოსნოების მოწყობა. ასევე, სს ,,ბორჯომთან“ თანამშრომლობით, ქ. ბორჯომში, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება.

მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 1 საჯარო სკოლა (1000 ლარი). 2013-2014 წლებში სამცხე - ჯავახეთის რეგიონის 93 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა ოქროს, ხოლო 99 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 35 სამოქალაქო კლუბი.

ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში სამცხე - ჯავახეთის რეგიონიდან გადამზადდა 617 საჯარო მოხელე. სკოლის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე