ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ ამერიკული საბაკალავრო პროგრამების შესახებ ქუთაისში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში ქუთაისს ეწვივნენ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანია, სტუდენტებისთვის, საშუალი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისა და სკოლის დირექტორებისთვის აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროექტის დეტალების გაცნობა.

აღნიშნულ პროექტს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტისგან შემდგარი კონსორციუმი განახორციელებს. შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.  პროექტის ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს:

  • ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია), და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობებში.
  • ელექტრული ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიის და  სამოქალაქო მშენებლობის საბაკალავრო პროგრამები.
  • კომპიუტერული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა), ელექტრული ინჟინერიის და სამოქალაქო მშენებლობის პროგრამები. 

პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ დაიწყო 2014 წელს და ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების შედეგად.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე