ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სტუდენტები WorldSkills International-ის მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში ჩაერთნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ WorldSkills International-ის მეორე ეროვნული შეჯიბრების ცერემონია გახსნა.

WorldSkills International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.

WorldSkills International არის არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. მისი მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ორგანიზაცია1950 წელს დაარსდა, ესპანეთში. ამჟამად მასში გაწევრიანებულია 72 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. WorldSkills-ი წარმოადგენს იდეალურ ქსელურ რესურსს წევრი ქვეყნების/ორგანიზაციებისთვის, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ემსახურება.     

WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრი პროფესიულ უნარებში  ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, რომელიმე წევრ ქვეყანაში და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები არიან ჩართულნი. შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია - 22 წლამდე.

WorldSkills–ის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ წევრი ქვეყნების ეროვნულ შეჯიბრებებში გამარჯვებული ახალგაზრდები. მონაწილეებს აკვირდებიან და აფასებენ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. WordSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრი, 2015 წლის აგვისტოში, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გაიმართება.

ეროვნული შეჯიბრი საქართველოში 18 ოქტომბერს გაიხსნა, 19-20 დეკემბერს, 09:00-18:00 საათამდე, ერთმანეთს 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები შეეჯიბრებიან. შეჯიბრი პროფესიულ კოლეჯებში „სპექტრი“ და „იკაროსი“ გაიმართება. 21 დეკემბერს კი,  ეროვნული შეჯიბრების დახურვის ცერემონიალი გაიმართება, სადაც  შედეგები შეჯამდება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე