ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ-ს რამდენიმე კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ  თსუ-ს  მაღლივი კორპუსის  გარემონტებული მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსები დაათვალიერეს.    

ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა. თსუ-ს მეათე კორპუსში გარემონტდა დაახლოებით 7 500 კვ.მ. ფართი. მათ შორის: 60 ოთახი, 37 აუდიტორია, 12 კომპიუტერული კლასი და 1 რესურსცენტრი. ასევე, ძირითადი აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის 38 სამუშაო ოთახი, რომელიც აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

მოწესრიგდა თსუ-ს ბიბლიოთეკის გათბობის სისტემა. სოციალურ და პოლიტიკური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სწავლებისთვის შეძენილი იქნა შესაბამისი ინვენტარი. მე-10 კორპუსში (მაღლივი) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მე-2, მე-5 და მე-7  სართულებზე, დაახლოებით 2 100 კვ.მ. ფართობი გარემონტდა, უნივერსიტეტის რესურსებით გაკეთდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებშიც მიმდინარეობს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე