ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები

პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი ლევან შონია, მინისტრები,  საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:

  • მანდატური  - 34 სკოლა
  • სამედიცინო კაბინეტი - 9 სკოლა
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი - 60 სკოლა.
  • რეგიონის ფსიქოლოგიური ცენტრი - ფოთი

ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. სამეგრელო - ზემო სვანეთის  რეგიონში საჯარო სკოლების 42 252  მოსწავლე და კერძო სკოლების 433 მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით, 206 სკოლის 12 252 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 26 მოსწავლე და 25 სპეციალური მასწავლებელი.

სამეგრელო - ზემო სვანეთში გაიხსნა სკოლამდელი განათლების 6 ალტერნატიული  ცენტრი, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში  რეაბილიტირდა 121 სკოლა და 3 პროფესიული სასწავლებელი.

დაგეგმილია პროფესიული კოლეჯის ,,ლაკადა“ სრული რეაბილიტაცია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო პროფესიული სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალისადა პროფესიული კოლეჯის ,,თეთნულდი“  სრული რეაბილიტაცია.

მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 3 საჯარო სკოლა (4 154,4 ლარი). 2013-2014 წლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 183 ოქროს და 198 ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 25 სამოქალაქო კლუბი. ძალადობის პრევენციის მიზნით ლექციები ჩატარდა 10 სკოლაში ხოლო იმიტირებული გამოძიება 1 სკოლაში.

პროფესიულ სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 1579 სტუდენტმა. სოციალური პროგრამის ფარგლებში  სამეგრელო - ზემო სვანეთის საზღვრისპირა სოფლების  58 სტუდენტი დაფინანსდა

პროგრამაში  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართულია 28 მასწავლებელი, ხოლო  პროგრამაში  ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ჩართულია 13 მოხალისე მასწავლებელი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე