ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქვემო ქართლის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები

პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:

  • მანდატური  - 26 სკოლა
  • სამედიცინო კაბინეტი - 8 სკოლა
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი - 59 სკოლა
  • 2015 წელს რუსთავში ამოქმედდება რეგიონის ფსიქოლოგიური ცენტრი

ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სკოლების 66 937 მოსწავლეს და კერძო სკოლების 146 მოსწავლეს უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმძღვანელოები სახელმწიფოსგან. 72 სკოლის 2 309 მოსწავლეს ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 350 მოსწავლე და 55 სპეციალური მასწავლებელი.

ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში გაიხსნა სკოლამდელი განათლების 1 ალტერნატიული ცენტრი, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში  რეაბილიტირდა 142 სკოლა და 2 პროფესიული სასწავლებელი.

მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 3 საჯარო სკოლა (2261 ლარი).

2013-2014 წლებში ქვემო ქართლის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 112 ოქროს და 94 ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 35 სამოქალაქო კლუბი. ძალადობის პრევენციის მიზნით ლექციები ჩატარდა 10 სკოლაში ხოლო იმიტირებული გამოძიება 1 სკოლაში.

2014 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში  1440 სტუდენტი დაფინანსდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა 8000 სტუდენტი, ხოლო საბაკალავრო და სამაგისტრო გრანტებით სარგებლობს 8000 სტუდენტი. სახელმწიფო სტიპენდიებით სარგებლობს 2800 სტუდენტი. ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში გადამზადდა  887 საჯარო მოხელე

რეგიონში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები. კერძოდ, პროგრამაში  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართულია 41 მასწავლებელი, ხოლო  პროგრამაში  ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ჩართულია 4 მოხალისე მასწავლებელი. წარმატებით ხორციელდება პროგრამა ,,ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“, რომელშიც ჩართულია 56 მასწავლებელი. ასევე, პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლებას და მასში 113 მასწავლებელია ჩართული.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე