ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ზოგად უნარებში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას აბარებდნენ.

5-6  ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა მეორე გამოცდის (ზოგად უნარებში)  პირველი სესია დაიწყო.

7 ივლისს კი, ზოგად უნარებში საგრანტო კონკურსი იმ სტუდენტებისთვის ჩატარდება,  რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში და სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაზარდონ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.
უნდა ჩააბარონ

მიმდინარე წელს ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში არის 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი აქვთ.

2010 წელს საქართველოს არაქართულენოვან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამ გამოცდის საფუძველზე მიღებული სკალირებული ქულით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ სასურველ სპეციალობებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე