ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო თვითმმართველი ორგანოების პირველი კონფერენცია ყვარელში

სკოლების დეცენტრალიზაციისა და საჯარო სკოლებში თვითმმართველი ორგანოების გაძლიერება ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ამ მიმართულებით სკოლების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მოსწავლეთა თვითმმართველობის თემაზე საქართველოში პირველი კონფერენციის (ჩატარდა ყვარელში 2014 წლის 25 დეკემბერს) შედეგად გამოვლენილ საუკეთესო პრეზენტაციებს გაეცნო.

შეხვედრა ყვარელში, ილიას სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა და მისი მიზანი იყო საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და გაზიარება. ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების პირველი კონფერენციის „მოსწავლეთა თვითმმარველობის როლი სკოლის განვითრებაში" წარმატებულმა მონაწილეებმა მარიამ ხეჩიაშვილმა (ენისელის საჯარო სკოლა მე-11 კალსი), სოფიო სტეფანიშვილმა და ელენე დარბაიძემ (ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა მე-11 კლასი) პრეზენტაციები წარმოადგინეს და შეკითხვებს უპასუხეს.
საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პედაგოგიური საბჭოების წარმატებული საქმიანობის მაგალითები, მიღწევები და წარმატებები.
შეხვედრის ბოლოს ლია გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო და შეკითხვებს უპასუხა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე