ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მემორანდუმი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ და გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, პროფესიული სწავლების, განსაკუთრებით კი, პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების ობიექტური და ადეკვატური შეფასებისთვის.
მხარეთა თანამშრომლობა აამაღლებს საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე