ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა 2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი წარმოადგინა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი განვითარების და დახვეწის მიზნით, უკვე გადამუშავდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) საგნობრივი სტანდარტები და პროგრამები და განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: გამარტივდა ტერმინოლოგია; გამარტივდა დოკუმენტის ენა; განიტვირთა საგნობრივი სასწავლო პროგრამები შინაარსობრივად; დაწესდა საფეხურების ბოლოს მისაღწევი შედეგები; შემცირდა კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და ინდიკატორების რაოდენობა; დაკონკრეტდა საკითხები და შეთავაზებულია მეტი პრაქტიკული რჩევა (როგორც შინაარსობრივი, ასევე მასწავლებლის სარეკომენდაციო აქტივობების თვალსაზრისით); გაძლიერდა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება; შეიცვალა საათობრივი ბადე.

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების და სტანდარტების გადამუშავების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად ჩართულნი იყვნენ მოქმედი საგნობრივი პედაგოგები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლები, ესტონეთის განათლების სამინისტრო (ფონდი INNOVE), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს ქალთა ფონდი (UN WOMEN), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), კონრად ადენაუერის ფონდი, მსოფლიო ბანკი. მათთან თანამშრომლობა ამჟამადაც გრძელდება. გარდა ამისა, სტანდარტების განხილვის მიზნით მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და საგნობრივ ასოციაციებთან (ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და სხვ.). საქართველოს ყველა სკოლას გადაეგზავნა გადამუშავებული სტანდარტები და დამუშავდა შემოსული რეკომენდაციები.

სამომავლოდ დაგეგმილია საბაზო და საშუალო საფეხურების სასწავლო გეგმების გადამუშავება, საშუალო საფეხურის ორგანიზების გადახედვა და შესაბამისი ცვლილების განხორციელება, უმცირესობების ენების ასახვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ა.შ.

პროექტის განხილვას მსოფლიო ბანკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე