ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლესი სკოლის (grad-scool) ამოქმედების  პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს სამხრეთ ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომლის  შემადგენლობაშიც არიან პროფესორები - კარენ ჰოლბრუკი, როჯერ ბრინდლი და რობერტ ბიშოპი.

დელეგაციის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდნენ და ამერიკული უნივერსიტეტის ჩართულობით, ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე სტუმრებმა თავიანთი წინადადებებიც წარმოადგინეს და მინისტრისაგან ის ინფორმაცია მიიღეს, რაც მათ საჭირო გადაწყვეტილების  მიღებაში დაეხმარებათ.

თამარ სანიკიძის განმარტებით, მისასალმებელია კერძო სექტორის მიერ საგანმანათლებლო პროექტის ინიცირება, რომლის განხორციელებაშიც სამინისტრო მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ითანამშრომლებს რა, უცხოელ პარტნიორებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა პროფესორებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან გიორგი შარვაშიძესთან ერთად, შეხვედრები გამართეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ და ილიას უნივერსიტეტებში.

 

 



 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე