ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები განიხილეს.

 სამოქმედო გეგმის ნაწილი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა პროფესიულ განათლებაში, დუალური განათლების კომპონენტების პილოტირება და ა.შ. შეხვედრაზე ასევე განხორციელდა სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება, რაც აუცილებელია, რათა განისაზღვროს კონკრეტული აქტივობების განხორციელების ეფექტურობა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველოს რიგი ვალდებულებები დაეკისრა, ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება. კერძოდ, უნდა მოხდეს პროფესიული განათლების მორგება და დაახლოება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან. ამ კუთხით, 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმა  არის ძალიან დატვირთული და მრავალპუნქტიანი, მისი ეფექტური განხორციელებისთვის საჭიროა სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობა, ასევე უმნიშვნელოვანესია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და დახმარება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე