ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრო. საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესზე დაკვირვების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც  მიეცათ.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესი 5 ივლისს დაიწყო.

საგამოცდო ნაშრომები პირველად 2008 წელს ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით გასწორდა. ამ სიახლემ  შესაძლებელი გახადა გასწორების პროცესში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლების ჩართვა საკუთარი რაიონიდან გაუსვლელად.

2010 წელს, ისევე როგორც 2009 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  გამსწორებლები კონკურსის წესით შეირჩნენ – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს კონკურსის შედეგად ქართული ენისა და ლიტერატურის,  მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეარჩია.

საგამოცდო ნამუშევრებს 600–ზე მეტი გამსწორებელი გაასწორებს საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან და რაიონიდან (ქუთაისი, ამბროლაური, გურჯაანი, საგარეჯო, წალენჯიხა, რუსთავი, ხულო, ახალციხე, ხონი, ოზურგეთი, ბათუმი, ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ბორჯომი, თიანეთი, თელავი, გორი, ხაშური, კასპი, მცხეთა, თბილისი)

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე