ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „კინო სკოლაში“ მეორე ეტაპი დასრულდა

თენგიზ აბულაძეს 91 წლისთავთან დაკავშირებით, კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, პროექტში მონაწილე ბავშვები რეგიონებიდან, სკოლების წარმომადგენლები და კინოსპეციალისტები დაესწრნენ.

პროექტის  მეორე ეტაპის დახურვასთან დაკავშირებით, ნაჩვენები იქნა მონაწილე ბავშვების მიერ  საკუთარი სცენარებით გადაღებული მოკლე ფილმები. გარდა ამისა, გაიმართა კლასიკადქცეული „ნატვრის ხის“ რესტავრირებული ვერსიის ჩვენება და შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან.

პროექტი „კინო სკოლაში“  ეროვნულმა კინოცენტრმა 2014 წლის  მარტიდან - დეკემბრის ჩათვლით  განახორციელა საქართველოს 5 რეგიონის (იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) 40 სკოლაში. პროექტი მიმდინარეობდა ორი სემესტრის განმავლობაში და მის ფარგლებში სულ 960 კინოჩვენება გაიმართა, რომლებსაც მთლიანობაში 12 000 ბავშვი დაესწრო.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე