ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ მუშაობა დაასრულა

სახელმწიფო კომისიის წევრებმა ზოგადი განათლების კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა დაასრულეს. აღნიშნული დოკუმენტები არეგულირებენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფუნქციონირებას და განსაზღვრავენ მასწავლებლებისთვის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებსა და გაანგარიშების წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებს.

დოკუმენტების საბოლოო ვერსიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან ერთად საქართველოს მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას 20 იანვარს წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს 1 თებერვლამდე შეიმუშავებდა.

19 წევრისაგან შემდგარი სპეციალური სახელმწიფო კომისია მუდმივმოქემდია და მისი  წევრები არიან წარმომადგენლები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებიდან, პროფესიული კავშირებიდან, ასევე პედაგოგები და დირექტორები სასკოლო საზოგადოებიდან, წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, განათლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ განათლების ექსპერტები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე