ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

7 და 8 ივლისს მაგისტრანტობის 6587 კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებს. გამოცდისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა – 15:00 საათზე.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ნებისმიერი აკრედიტებული  უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად; სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.

მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; სახელმწიფო დაფინანსება  საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით გაიცემა.

2009 წელს, საქართველოს მთავრობის ინციატივით,  სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი დაინერგა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამაგისტრო პროგრამების ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით დაფინანსება.  

2010 წელს, ისევე როგორც 2009 წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით დაფინანსდება 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა), რომელთაგან ამ ეტაპზე, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული საბუნებისმეტყველო მიმართულებები, ასევე აგრარული სფერო, ჰუმანიტარული და განათლების მიმართულებები.

2009 წელს სახელმწიფომ 900–მდე მაგისტრანტის სწავლა დააფინანსა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე