ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სტუდენტები უსაფრთხო მიგრაციის ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებთან საზღვარგარეთ სწავლისა და ლეგალური დასაქმების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შედგა და მისი ორგანიზატორი  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იყო.

საინფორმაციო შეხვედრაზე კოლეჯის სტუდენტებმა უახლესი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ  სწავლის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და უცხოეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაცია დაფუძნებული იყო, აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიღწევებზე, შესაძლებლობებსა და ამოცანებზე.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიმართა, სწავლაში წარმატებები უსურვა და მოუწოდა სურვილის შემთხვევაში, სწორი არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო მიგრაციის სასარგებლოდ, რათა არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი და თავიდან აიცილონ არალეგალური მიგრაციის სხვა საფრთხეები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე