ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო და სამართებლივი განათლების ხელშეწყობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლეოთეკაში პროექტის - „სამოქალაქო და სამართებლივი განათლების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ პედაგოგებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წამომადგენლებმა.

პროექტის  მთავარი მიზანია სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის ინტენსიური ტრენინგების გზით სამართლებლივი განათლების მიწოდება, პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროფესიული დახელოვნების ერთგვარი პლათფორმა და შერჩეულ სკოლებში მოხდება პრაქტიკული სამართლის გაკვეთილების იმპლემენტაცია.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში საფუძველი ჩაეყრება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გრძელვადიანი მომზადების სისტემურ პროგრამას, რომელიც  მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს მოცემული დისციპლინის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს.

საიას განათლების ხელშეწყობის  ფონდი  2005 წლიდან აქტიურად მუშაობს  როგორც სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან სრულფასოვანი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების მისაცემად.

ფონდის პარტნიორები, პროექტის განხორციელეებაში არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე