ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგი გამართა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მოქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 16-დან 19 თებერვლამდე პერიოდი. რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 16 თებერვალს 10:00 საათზე.

კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 19  თებერვალს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • სამოტივაციო წერილი

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე