ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ღია კარის დღე საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“

საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ განხორციელებულ სიახლეებსა და ბოლო პერიოდის ახალ პროექტებს დღეს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო. მინისტრი სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესითაც დაინტერესდა და მომავალ პროფესიულ სტუდენტებსაც გაესაუბრა.

კოლეჯში რამდენიმე დღეა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ღია კარის დღეები მიმდინარეობს. "მერმისი“ 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ხუთი ძირითადი მიმართულებით: აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნების, ინჟინერიისა და მიმართულებათაშორისო სპეციალობები. ყველა პროგრამა  სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის.

კოლეჯში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება, ამისათვის კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი - თანამედროვე  სასწავლო გარემო, განახლებული პროგრამები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი პედაგოგები. კოლეჯს ჰყავს წარმატებული და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები. 2014 წელს, WorlsSkills Georgia-ს ეროვნულ კონკურსში, კოლეჯის ორმა სტუდენტმა  პირველი ადგილი აიღო პროფესიებში - ვებ დიზაინი და სტილისტი, ისინი გაზაფხულზე მსოფლიო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში გაემგზავრებიან.  

კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კომპანიებში: „თეგეტა მოტორსი“, „მათე მოტორსი“, „ახალი ქსელები“, „ელსელემა“, „კავკასუს ონლაინი“, „სამოსელი პირველი“, რესტორანი „ბაბილო“, რესტორანი „კრუიზი“,  „ნეოტეკი“,  „ქართული სამოსი“,  „ეტალონი“,  „საბა+“,  „ივერია“,  „იფანი“ და სხვა.

2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ ჩართულია  ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში. 2014 წლიდან დაიწყო კოლეჯის ადაპტირება უნივერსალური დიზაინის შესაბამისად.  სასწავლო გარემოსთან ერთად, სსსმ სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია საჭირო სასწავლო რესურსები.

კოლეჯში სსსმ სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის საშემოდგომო მიღებაზე  42 სტუდენტი  14 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. სსსმ სტუდენტებთან მუშაობს 5 ჟესტური ენის თარჯიმანი, სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს უსინათლო სტუდენტისთვის გზის დასწავლას და მომზადებას დამოუკიდებელი მგზავრობისათვის და სპეციალური ასისტენტი-მძღოლი ეტლით მოსარგებლე სტუდენტისათვის. ასევე, შეძენილ იქნა აუდიო ჩამწერები უსინათლო სტუდენტებისათვის და მოწვეულ იქნა სპეციალისტი, რომელმაც უზრუნველყო კოლეჯის კუთვნილ კომპიუტერებზე (ასევე, სტუდენტთა პირად ლეპტოპებზე) ხმოვანი პროგრამის NVDA 2014 ჩაწერა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე