ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებასთან დაკავშირებით  საგამოცდო ცენტრს ეწვია, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და პირველი გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.

7 ივლისს  ტექნიკური უნივერსიტეტის 128 სექტორში 1920 მაგისტრანტობის კანდიდატმა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარა ტესტი, თითოეული დავალების შეასასრულებლად მათ ერთი საათი და ათი წუთი ჰქონდათ დათმობილი.

8 ივლისს მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ ნაწილში გაივლიან ტესტირებას, ამჯერად მათ თითოეული დავალების შესასრულებლად თითო საათი მიეცემათ.

7  და 8 ივლისს საქართთველოს ყველა დიდ ქალაქში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდები, სპეციალობის გამოცდას კი, 6587 მაგისტრანტობის კანდიდატი,  უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.

მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; სახელმწიფო დაფინანსება  საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით გაიცემა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე