ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობები გაძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართეს. პროფესორები აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ამერიკულ სასწავლო პროგრამებს, ეწვივნენ საინჟინრო და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და ამერიკელ კოლეგებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების ვიზიტი საქართველოდან 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება. პროგრამა მიზნად ისახავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს სამი სახელმწიფო პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ამერიკელი კოლეგების გაცნობას, ხელმისაწვდომობის გაზრდას თანამედროვე მიდგომებთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულების საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად დაინერგება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საქართველოში 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება. პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ, როგორც ამერიკელი, ასევე ადგილობრივი პროფესორები. აღნიშნული უნივერსიტეტი წარმოადგენს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს ამერიკაში და დასახელებულია, როგორც ინოვაციური ცვლილებების დამნერგავი სასწავლებელი ამერიკაში (U.S. News & World Report).

აღნიშნული უნიკალური პროგრამა ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, საიდანაც უმაღლესი განათლების კომპონენტის განხორციელებისთვის 30 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე