ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საყურადღებოდ

გაცნობებთ,
რომ ეროვნული სასწავლო გეგმების ახალ პორტალზე ncp.ge განთავსდა დაწყებითი საფეხურის
(I-VI კლასები) რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმები საგნების/მიმართულებების მიხედვით
(პროექტი). კერძოდ, ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; მათემატიკა; უცხოური ენები (I უცხოური ენა, II უცხოური ენა);
საზოგადოებრივი მეცნიერებები; ბუნებისმეტყველება; ესთეტიკური აღზრდა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა); სპორტი
(იხ. ბმულზე http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2016-2021).
შეგახსენებთ, რომ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა იგეგმება 2016-2017 სასწავლო წლიდან.
რეკომენდაციები და შენიშვნები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2015 წლის 16 მარტამდე.


