ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ  ოლიმპიადას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის - თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო სკოლების გუნდები ჩაერთვებიან.

სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში - კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრებები გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში“, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება.

ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.

ოლიმპიადის შეჯიბრებები ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და მოთხოვნებით, შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულების შესაბამისად.

წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა პირველად იმართება და პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღესვე გამოაცხადა კონკურსი, რომელიც სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის სლოგანის შექმნას ითვალისწინებს.

სკოლის მოსწავლეებს სლოგანის შემუშავებული ვერსიების გამოგზავნა შეუძლიათ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი, 14:00 საათი. შერჩეული სლოგანის ავტორს საჩუქრად გადაეცემა პლანშეტური კომპიუტერი.

სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის ჰიმნიც შეიქმნება.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე