ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ინგლისური ენის წყნეთის საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლის მოსწავლეები მოინახულა. ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, წყნეთში 130 მოსწავლე  დასვენებასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებს და კულტურულ ღონისძიებებშია ჩართული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის 22 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სამ ნაკადად, ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”.

პროგრამა მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, საერთშორისო ბაზარზე ქართული სკოლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მათი ინტეგრირების ხელშეწყობა; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინგლისური ენის სწავლისა და სწავლების ხელშეწყობა; მოსწავლეების  ინგლისური ენის ფლობის დონის ამაღლება და საზაფხულო სკოლებში ჩართულ მასწავლებელთა და ლიდერთა  კვალიფიკაციისა და მოტივაციის  ამაღლება.

პროგრამაში საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლის  1200  მოსწავლეა ჩართული, რომლებიც შეირჩა საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებიდან, გააჩნიათ ინგლისური ენის საბაზო ცოდნა და  2010 წლის მაისის მდგომარეობით ირიცხებიან  მე-8, მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეებად.  მოსწავლეები სამ ბაზაზე არიან განთავსებულნი - წყნეთის, ბაკურიანისა და წყალტუბოს. სამივე ბაზას სამი  უცხოელი ექსპერტი ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოდან,  გარდა ამისა, თითოეულ ბაზაზე არის ერთი უფროსი მასწავლებელი, 9  ინგლისური ენის მასწავლებელი და 9 ჯგუფის ლიდერი. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 21 დღეა.

საზაფხულო სკოლის 1200 მონაწილედან კურსის დირექტორების, მასწავლებელთა და ჯგუფის ლიდერთა შეფასების საფუძველზე, შეირჩევა 108 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც გაემგზავრებიან გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირის ვადით. 

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და  საზაფხულო სკოლის განმხორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე