ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ არალში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის რაიონის სოფელ არალში საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო.

ადიგენის რაიონის სოფელ არალში სკოლა საუკუნოვან ხის შენობაში ფუნქციონირებდა. ახალი სკოლის მშენებლობა სოფლის მოსახლეობისთვის აუხდენელ ოცნებად მიიჩნეოდა. რამდენიმე კვირაა სოფელში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა დაიწყო, რომელიც  200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 60-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 40-მდე სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდა. მიმდინარე წელს 30 სკოლის რეაბილიტაცია და ერთი სკოლის მშენებლობა განხორციელდება, გარდა ამისა ათობით სკოლაში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა. ასევე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე