ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის რეგიონში

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და  პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი გაკეთდა და შესაბამისად აღიჭურვა. წლების  განმავლობაში ამ სკოლის მოსწავლეებს არ ჰქონდათ  ინფრასტრუქტურა სპორტის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს და მოსწავლეები სრულიად განახლებული სპორტული დარბაზით სარგებლობენ. სკოლაში ასევე მოწესრიგდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, გაკეთდა სარინელები, ძირითადი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია და მოეწყო ექიმის კაბინეტი.

2013-2014 წლებში იმერეთის რეგიონში 255 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდა. მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში გათვალისწინებულია 56 საჯარო სკოლისა და პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ორი ფილიალის (ქუთაისსა და  ბაღდათში) რეაბილიტაცია, დაგეგმილია 2 სკოლის - სოფელ ზედა ვანისა და  სოფელ მუხურას საჯარო სკოლის მშენებლობა, ასევე მომზადდება ორი ასაშენებელი სკოლის (ტყიბულის მე-7 და ზესტაფონის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლების) პროექტები. ამ სკოლების მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე