ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

21 მარტი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მესამე წელია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიცია დამკვიდრდა, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. აქციას შეურთდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მათ ბავშვებთან ერთად გამოძერწეს და მოხატეს სიმბოლოები, შემდეგ კი, მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.

198-ე საჯარო სკოლაში 161 მოსწავლე სწავლობს, მათგან 10% სოციალურად დაუცველია, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. მათ შორისაა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები. სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარჩვევები მისცეს. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.

სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. აქტიურად ეუფლებიან შრომით უნარ-ჩვევებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე