ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო  და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები იღებდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ პროექტი, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. ასევე იქნა განხილული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და მეცნიერული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასა და მოგვარებას. საბჭომ ასევე იმსჯელა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის საკითხზე და სხვ.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყევტილებები. აღნიშნულ რეჯიმში საბჭო მომავალშიც გეგმავს შეხვედრების ორგანიზებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი თემების განხილვას.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე