ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების/პროექტების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „ზოგადი განათლების ხელშეწყობის  პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი  პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:

ა) სკოლების მიერ ინიცირებული პროექტების  ხელშეწყობა;

ბ) მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

გ) საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

დ) საგანმანათლებლო და პროფესიული ორიენტაციის ექსკურსიების მხარდაჭერა;

ე) ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ვ) მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;

ზ)არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციაზე ორიენტირებული აქტივობების მხარდაჭერა;

თ) ევროინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობების ხელშეწყობა.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2015 წლის 29 მაისის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტების განხილვა დაიწყება 1 აპრილიდან და განხორციელდება ეტაპობრივად.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე