ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

IT აკადემიის წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში - IT აკადემია, პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა ჩატარდა. სტუდენტები ერთმანეთს ვებ პროგრამირებაში, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირებასა და სამგანზომილებიან გრაფიკაში– 3D MAX ეჯიბრებოდნენ.

ოლიმპიადაში გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ორგანიზაცია „ახალი ინოვაციების“ დირექტორმა ლევან ბეიტრიშვილმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და სამახსოვრო სიგელები გადასცეს. პარტნიორი ორგანიზაციის „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა გიორგი დურგლიშვილმა, კომპიუტერული ქსელების მიმართულების სტუდენტები და პედაგოგები, კომპანიის სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტი, გრაფიკოსი სალომე მანიჟაშვილი.

ოლიმპიადის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის სტიმულირება / სრულყოფა; სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით, ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება.

IT აკადემია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბაზაზე ფუნქციონირებს, იგი ერთერთი პრესტიჟული პროფესიული სასწავლებელია საქართველოში, სადაც სწავლის

მსურველთა მოთხოვნა სამჯერ აჭარბებს მისაღებ რაოდენობას. კოლეჯში წლის განმავლობაში ორჯერ ხდება მიღება და დაახლოები 300 სტუდენტი ეუფლება ისეთ მოთხოვნად პროფესიებს როგორიცაა – ვებ ტექნოლოგიები, კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯში ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური და საქართველოში პირველი Microsoft –ის აკადემიები, რომლის ფარგლებში, საოფისე პროგრამების ავტორიზებული კურსების გავლა არის შესაძლებელი. კოლეჯში ასევე ყველა პირობაა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებად, შესაბამისად, სსსმ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

IT აკადემიის ყველა სტუდენტი სტაჟირებას და პრაკტიკას გადის როგორც სახელმწიფო ისე, კერძო სექტორში. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შემდეგ, სტუდენტებს დასაქმების დიდი შანსი აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოლეჯში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან ცნობილი და წარმატებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე