ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

სოფელ ზეგაანში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს. ნახევარსაუკუნოვან  შენობას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია და  პატარებს გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ სწავლა.

სამინისტროს ძალისხმევით, ზეგაანის სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სკოლა გაზიფიცირდა და აღიჭურვა. მინისტრმა სკოლას ახალი საკლასო დაფებიც ჩაუტანა და მალე სპორტული დარბაზის მოწყობასაც დაჰპირდა. 

სოფელ ზეგაანში  თანამედროვე სტანდარტების სკოლის ფუნქციონირება  მკაფიო მაგალითია, რომ მთავრობა საქართველოს ყველა რეგიონზე თანაბრად ზრუნავს. სკოლებში, რომელიც შენდება და რეაბილიტირდება ყველა პირობაა შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.

ბოლო წლებში კახეთის რეგიონში 143 საჯარო სკოლა და ერთი პროფესიული სასწავლებელი რეაბილიტირდა, აშენდა ორი საჯარო სკოლა. მნიშვნელოვანი ინფრსტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი 2015 წლისთვისაც.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე