ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოზარდებს პროფესიის არჩევაში კონსულტანტები ეხმარებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მეორე წელია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია IX-XI კლასის მოსწავლეების დახმარება საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლები დღეს, პროფორიენტაციის ღია გაკვეთილს თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში დაესწრნენ, უფროსკლასელებს გაესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტები ახორციელებენ, რომელთაც გადასამზადებელი ტრენინგები შემდეგი მიმართულებით გაიარეს: პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ძირითადი ასპექტები, კომუნიკაცია, მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები. 2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა 107 საპილოტე სკოლაში განხორციელდა, 2014-2015 სასწავლო წელს საპილოტე სკოლების რაოდენობა 482 - მდე გაიზარდა.

ყველა საპილოტე სკოლაში თვეში ერთხელ, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, პროფკონსულტანტები კლასის დამრიგებლებთან ერთად პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებს ატარებენ. დამრიგებლები ამისათვის სპეციალურ  გადამზადების კურსს გადიან. მასწავლებელთა გადასამზადებელი ტრენინგ-მოდულების მომზადებაში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კოორდინატორებთან ერთად, ჩართულია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება და ხორციელდება ექსკურსიები ორგანიზაციებსა და საწარმოებში და ასევე, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საპილოტე სკოლებში ეწყობა შეხვედრები განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლეთან, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიის ძირითად მახასიათებლებსა და იმ პროფესიებს, რომელიც შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. პროგრამა ხელს უწყობს სკოლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე