ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველად საქართველოში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით  ბრიფინგი გაიმართეს.

13 ივლისს საქართველოში პირველად იწყება  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები,  რომელიც მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. პროცესი ნებაყოფლობითია. შედეგები კონფიდენციალური. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით  გამოცდაზე.

მინისტრის განცხადებით  პედაგოგებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე  ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში ”ასწავლე საქართველოსთვის”,  რომელიც გულისხმობს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების  დეფიციტია და სადაც პედაგოგები  ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 400 ლარიან დანამატს მიიღებენ.

 სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირველ ეტაპზე გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე  ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლები გამოცდას უნარ-ჩვევებსა და სპეციალობაში ჩააბარებენ და მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, რომელიც 60%-ით და მეტი ქულით  განისაზღვრება, სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.

2014 წლამდე ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას და 2014 წლიდან საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერტიფიცირებული მასწავლებელი, რაც თავისთავად გულისხობს  მასწავლებელთა კვალიფიციკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე