ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) შედეგების პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამინისტროსა და პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე განიხილეს 2013 წლის გაზაფხულზე, USAID/G-PriED პროექტის მიერ მოპოვებული საბაზისო მონაცემების ანალიზი, ასევე მათემატიკასა და ლიტერატურაში დადგენილი ეროვნული ნორმები; დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია იმ წვლილის შესახებ, რომელიც USAID/G-PriED პროექტმა შეიტანა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა უნარების გაძლიერებაში მათემატიკასა და ლიტერატურაში. დადგენილი ეროვნული ნორმები მომავალში დაეხმარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს დაწყებითი კლასის მოსწავლეების განსწავლულობის დონე მათემატიკასა და ლიტერატურაში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო საბოლოო შეფასების პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების მიმოხილვას.

USAID/G-PriED პროექტი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო/საქართველოს დაწყებითი განათლების 5 წლიანი პროექტია (2011-2016). მისი ბიუჯეტი 8.7 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს დაწყებითი განათლების სისტემას გააუმჯობესოს ქართველი და ეთნიკური უმცირესობების სკოლის მოსწავლეთა უნარები ლიტერატურასა და მათემატიკაში 122 საპილოტე სკოლაში. აღნიშნული პროექტი, სრულად შეესაბამება მთავრობის რეფორმებს შეიცვალოს განათლების სისტემა და მასწავლებელზე-ორიენტირებული მოდელიდან გადავიდეს მოსწავლეზე-ორიენტირებულ მოდელზე.

USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასება გახორციელდა მენდეზ ინგლენდ და ასოციაციის (ME &A) მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულ კვლევით ინსტიტუტთან (NORC) პარტნიორობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, G-PriEd მომავალშიც გეგმავს განათლების სისტემის ძირითადი კომპონენტების გაძლიერებას მასწავლებელთა ტრენინგების, მათი პროფესიული განვითარების და საკლასო ოთახებში დიაგნოსტიკური შეფასებების გზით. პროექტის მეშვეობით მოხდება სკოლებში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა, ხოლო საზოგადოებების და მოქალაქეების მხრიდან მეტი ჩართულობა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე