ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკის მთავრობის დახმარება სპეციალიზირებულ სკოლას

სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეთა 203-ე სკოლა-პანსიონისთვის განხორციელებული პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში  რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული პროექტი ეხმაურება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სათანადო პირობები შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ კი, ხელს უწყობს განათლების სამინისტროს 2014 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტის განხორციელებას – სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესებას.

აღნიშნული პროექტი მოიცავს სკოლისთვის სპეციალური ზარების (“ციმციმების”) დამონტაჟებას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია შენობის ადაპტირებისთვის სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის.

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა სკოლისთვის 28, 000 აშშ დოლარის ღირებულების ოთხასამდე ერთეული ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის, აგრეთვე ორი მიკრო-ავტობუსის გადაცემაც, რომელთა ღირებულებაც (ორივე ერთად) 49,000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტები, რომელიც განხორციელდა ა.შ.შ. საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ, ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას 163 სმენადაქვეითებული ბავშვისთვის და მუშაობას გაუადვილებს სკოლის 127 პერსონალს. 

რაც შეეხება მომავალ პროექტებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას იწყებს ჟესტური ენის სტანდარტსა და სპეციალურ  პროგრამებზე, რომელიც სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე მოსწავლეებს სწავლას გაუადვილებს. შესაბამისად, იგეგმება პირველი საფეხურის ჟესტური ენის სახელმძღვანელოს დონეების მიხედვით შექმნა. ასევე იგეგმება სტანდარტში სასკოლო მზაობის კლასის გათვალისწინება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე