ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომპანია „ინტელთან“ თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტს, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალურ მენეჯერს ჯონ დევისს შეხვდა.

შეხვედრას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კომპანია „ინტელი“-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მაკა მახათაძე ესწრებოდნენ.

კორპორაცია ”ინტელი” მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ინტელის პროგრამების დახმარებით ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება. ამ მიზნით, ინტელი თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის მთავრობასთან, ლოკალურ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, ჯანდაცვის დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და ერთობლივი ახალი პროექტების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე