ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფენ ჰაიკინი დაესწრნენ.

თანამედროვე სასწავლო რესურსები საქართველოს 122  საპილოტე ქართული და ეთნიკური უმცირესობების საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვას ემსახურება. პილოტირება ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd)“ ფარგლებში ხორციელდება. ინოვაციური მიდგომები, სასწავლო პროცესებში მონაწილეობა და დამატებითი რესურსები ხელს უწყობს ეფექტურ სწავლებას და მაქსიმალურად ზრდის სწავლაში მოსწავლეთა პრაქტიკულ გამოცდილებას. 

მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა დაწყებით საფეხურზე დონეების მიხედვით კლასიფიცირებული დამატებითი საკითხავი მასალა, დიდი ზომის წიგნები პატარა მკითხველებისთვის; პლაკატები, აქტივობის ბარათები და  მანიპულატივები მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით; დასურათებული ბარათები ტექსტებით, საბავშვო გაზეთები მოსწავლეებისათვის და აქტივობის ბარათები მშობლებისათვის, რომლებიც შეიქმნა საკლასო გაკვეთილების გამდიდრების მიზნით  ქართველი სპეციალისტების მიერ.

თვალსაჩინო და ფერადი ილუსტრირებული მასალა ეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ წარმოსახვა სხვადასხვა  დროში, ადგილებსა და  კულტურულ გარემოში მოგზაურობისთვის. G-PriEd-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალა გზას უხსნის გააზრებული კითხვის და მათემატიკის სწავლას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის იდეების აქტიურად გაცვლა-გამოცვლას.  სახალისო და ინოვაციური რესურსები ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს ხდის როგორც სწავლების, ისე სწავლის პროცესს. 

G-PriEd-ის პროექტის დასრულების შემდეგ, სასწავლო რესურსები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადმოეცემა და იგი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისთვის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე