ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქალაქ გორშიც გაიხსნა

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამჯერად, ქალაქ გორში გახსნა. ანალოგიური ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ფოთსა და  ქუთაისში.

ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს  უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.

ფსიქოლოგიური ცენტრი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, რომელშიც დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.

მოზარდში ქცევითი და ემოციური პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შენაგანი ფაქტორებისაგან. ფსიქო-სოცილაური მომსახურების გაწევა  მოიცავს  რამდენიმე მიმართელებით მუშაობას:  ფსიქოლოგის  და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას,  ფსიქო-კორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად, სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი მუშაობს  ბავშვებთან, მათ მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ასევე მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.  

ფსიქოლოგიურ ცენტრში მოსწავლეთა გადმომისამართება ხდება  სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის  საფუძველზე. ცენტრში მომართვიანობა თვითდინებითაც ხორციელდება. 

სამომავლოდ,  ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გახსნა რუსთავსა და ზუგდიდში იგეგმება.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე