ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ინტელექტის დღე 2015“ მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება

დღეს, „ინტელექტის დღე 2015" ოფიციალურად გაიხსნა. მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო, სადაც თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ. მათ მონაწილე გუნდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

საქართველოს 71 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად აიღო სტარტი ყველაზე მასშტაბურმა ინტელექტუალურმა შეჯიბრმა - „ინტელექტის დღე“. ეს არის საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება.

დღეს ტურნირის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით წინასწარ დარეგისტრირებულმა 1400-მდე სკოლამ მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს, გამარჯვებულები კი 10 მაისს თბილისში ფინალში გამოავლენენ საუკეთესოს. დასკვნით ეტაპზე გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობისა საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“. პროექტის გენერალური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან გამომცემლობა „პალიტრა L“ და IDS ბორჯომი საქართველო.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე