ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

205 მანდატურს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ  საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს  სერტიფიკატები გადასცეს. მანდატურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში  გადამზადდნენ, ისინი ეტაპობრივად სამი კვირის მანძილზე  თეორიულ მასალასთან ერთად,  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.  სერტიფიცირებული მანდატურები  ახალი სასწავლო წლიდან  თბილისის საჯარო სკოლებში შევლენ და სკოლის შიდა განაწესს დაიცავენ.

მანდატურების პირველ საპილოტე ჯგუფში 21 მანდატური გადამზადდა და ისინი  2010 წლის 15 აპრილიდან, თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში შევიდნენ. სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფდნენ.

მანდატურთა გადამზადების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაგეგმილია  740 მანდატურის გადამზადება. გარდა თბილისისა, სექტემბრიდან დაგეგმილია მანდატურების შესვლა ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, გორის  საჯარო სკოლებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე