ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა

თბილისის #150 საჯარო სკოლაში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელმა ნინო ბუაჩიძემ და  პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიიღეს.

შეხვედრის დროს წარმოდგენილი იქნა პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია, ხოლო  პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა სტუმრებს თავად გააცნეს საზოგადოების სასარგებლოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები.

შეხვედრას პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ და  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო  პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.  პროგრამა დახმარებას გაუწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებსა და სხვა სასწავლო რესურსებს, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, პროგრამა მხარს უჭერს მოსწავლეებს და  პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.


 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე