ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე ბელორუს კოლეგას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბელორუსის განათლების მინისტრს მიხეილ ჟურავკოვს შეხვდა, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად,  საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განათლების სფერო მიმოიხილეს, ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„ჩვენ გვქონდა პირველი საქმიანი შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და მის მოადგილეებთან. შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სისტემების მდგომარეობა. ვიპოვეთ ბევრი საერთო, განსაკუთრებით საინტერესო იყო თვენი ქვეყნის მიღწევები, რომელიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად. ჩვენს ურთიერთობებს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, მომავალში, ჩვენ  ძალიან საინტერესო და ეფექტური პროექტები გვექნება“- განაცხადა მიხეილ ჟურავკოვმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე