ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესორ ალან სვიდლერის საჯარო ლექცია

ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორმა, მეცნიერებათა დოქტორმა ალან სვიდლერმა საჯარო ლექციაზე გამართა თემაზე „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. ლექცია გახსნა და აუდიტორიას მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში, ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროფესორი სვიდლერი ლიდერია ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბების სფეროში და 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იკვლევს ენერგეტიკის საკითხებს. ის არის სან დიეგოს ენერგეტიკის რეგიონული ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და დირექტორი. მუშაობდა  აშშ-ის სენატში ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. უკანასკნელ წლებში ის მუშაობს გარემოს გავლენებზე ენერგიის მოხმარებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელებაზე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე