ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სწავლება ვირტუალური კომპიუტერული მოდელებით

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ელექტრონული სასწავლო მასალები შეიქმნა „ელექტრიკოსისა“ და „რძის გადამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებისთვის. დღეს, ამ რესურსების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

გაეროს განვითარების პროგრამა (პროექტი „ უნარები დასაქმებისთვის - მე-2 ფაზა“) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და მათ დანერგვაში. ამ მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია მოდულების შესაბამისი სასწავლო მასალების შექმნა. გაეროს განვითარების პროგრამა ცდილობს მოდულური სწავლების პროცესში ინოვაციური მოდელების დანერგვას. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა ელექტრონული სწავლების განხორციელება ვირტუალური კომპიუტერული მოდელების გამოყენებით.

ამ ეტაპისთვის ელექტრონული სასწავლო მასალები შექმნილია „ელექტრიკოსისა“ და „რძის გადამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებისთვის. წლის ბოლომდე დაგეგმილია ასეთი მასალები შეიქმნას შემდეგი პროფესიებისთვის:

  • ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი;
  • მევენახე-მეღვინე;
  • ტრაქტორისტ-მემანქანე (ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ასევე ფერმერის, მემცენარის, მეხილის პროფესიებისთვის)

დაგეგმილია პედაგოგთა ტრენინგი ამ ინოვაციური მოდელის პროფესიულ სასწავლებლებში დანერგვის მიზნით.

ვირტუალური მოდელი წარმოადგენს ელექტრონულ სასწავლო ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელსაც შეუძლია ქმედებების განხორციელება რეალური მოწყობილობის გარეშე. ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით, სტუდენტი ახდენს რეალური პროცესების მოდელირებას.

პროფესიული სასწავლებლის  სტუდენტს ექნება ამა თუ იმ პროცესის ან მოვლენის პარამეტრების ცვლილებაში ჩარევის შესაძლებლობა და ამის შემდეგ კი, პროცესის ცვლილების ვიზუალური აღქმა. ვირტუალური ექსპერიმენტი მაქსიმალურად იქნება რეალობასთან მიახლოებული. ამავე დროს შესაძლებელი იქნება უხილავ მოვლენათა ვიზუალიზაცია. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს სტუდენტს უფრო ღრმად ჩაწვდეს მოვლენათა არსს და თვითონ გახდეს ექსპერიმენტის თანამონაწილე.

პროგრამა თვალს ადევნებს გამოსაცდელი პირის მოქმედებათა მიმდევრობას  დასმული ამოცანის გადაჭრისას. ამ პროგრამის ჩანაწერების განხილვისას იოლდება მოსწავლის ცოდნის ხარისხისა და კრეატულობის დადგენა:

ამ მოდელის გამოყენებას აქვს მთელი რიგი უპირატესობები:

-     შესაძლებელია მოვლენის შესწავლა რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე;

-     შესაძლებელია მოვლენის სიმულაცია/გამეორება შეუზღუდავად;

-     შესაძლებელია პარამეტრის ცვლილება ისეთ დიაპაზონში, რომელიც რეალურად დაუშვებელია ან საერთოდ შეუძლებელი;

-     თუ რეალური მოვლენის დროს მონაცემების მიღება მოითხოვს სპეციალურ საშუალებებს და საკმაოდ შრომატევადია, ვირტუალური ლაბორატორიების  გამოყენების დროს ეს პროცესი საკმაოდ მარტივია.

ვირტუალური ლაბორატორიების  ეფექტური გამოყენება საშუალებას იძლევა ხელი შეეწყოს არა მხოლოდ განათლების ხარისხის ამაღლებას, არამედ ფინანსური რესურსების დაზოგვას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე