ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების ხარისხის ISO სტანდარტებით სერტიფიცირება განიხილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით, შესაძლებელია ახალი პროექტები ამოქმედდეს, რომელიც პროფესიული სასწავლებლების დახმარების მიზნით,  ხარისხის მართვაში საერთაშორისო აისოს (ISO) სტანდარტებით სერტიფიცირებას ითვალისწინებს. ამ თემაზე დღეს გერმანულმა ორგანიზაციამ ,,CERTQUA“ პრეზენტაცია წარმოადგინა სახელწოდებით ,,განათლების ხარისხის სერტიფიცირება ISO სტანდარტებით“.  

შეხვედრის მიზანი იყო აისოს სტანდარტებით  სერტიფიცირების შესაძლებლობის განხილვა  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრის ორგანიზატორ გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (GIZ) სამინისტრო წლებია წარმატებით თანამშრომლობს პროფესიული განათლების სტრატეგიის განვითარების პროცესში. ამ ეტაპზე თანამშრომლობა ხორციელდება პროფესიული სასწავლებლების ინტიტუციური ხარისხის გაძლიერების კუთხით. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო სტანდარტებისა და იმ გამოცდილებების  დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინსტიტუციებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე არსებობს.

ISO 29990 (International Standardization Organization) ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტია. ამ სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს  ორგანიზაციის საქმიანობის  შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (GIZ) და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე