ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

4 მაისი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

4 მაისს, მსოფლიოში ბულინგის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც თბილისის კლასიკური გიმნაზიაც შეუერთდა და ანტიბულინგური კამპანია საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო და ანტიბულინგურ აქციაშიც ჩაერთო.

კვირეული მოსწავლეების მიერ გადაღებული თემატური ვიდეო რგოლით გაიხსნა. ამავდროულად მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და ფლეშმობი. სკოლის პერიმეტრი ანტიბულინგური სიმბოლოებით - ფერადი ხელებით მოირთო. თეთრ მაისურებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ანტიძალადობრივი ჯაჭვი შეკრეს და შეღებილი ხელებით ბანერი მოხატეს.

კვირის განმავლობაში დაგემილია სხვადასხვა ღონისძიება: ესეების კონკურსი, პრეზენტაციები, ფსიქოლოგებთან შეხვედრა და დისკუსიები.

კვირეული მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფილმით დაიხურება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე