ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესში“ ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა. შეხვედრას, გარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებისა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიის შექმნის მიზანია ოკუპირებულ ტერიოტრიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების  წესის მოქნილობის უზრუნველყოფა და აღიარების პროცედურების სრულყოფა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს განათლების აღიარებასთან დაკავშირებით მაქსიმალური მხარდაჭერა ქონდეთ და პროცედურული საკითხების მოკლე დროში მოგვარება შეეძლოთ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე